შესავალი

საქართველოს მღვიმეების ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზა (CBG) არის ღია წვდომის დინამიური ცნობარი, რომელიც მომზადებულია პირთა ფართო ჯგუფისათვის: მკვლევარებისათვის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემმუშავებელთათვის, ბუნების დამცველთათვის, სტუდენტებისა და საზოგადოებისათვის, რომელიც დაინტერესებულია მღვიმეებითა და იქ მობინადრე ცხოველებით. იგი მომზადდა და შეიქმნა, როგორც საქართველოს მღვიმეებისა და ამ მღვიმეებში არსებული სახეობების კვლევისა და კონსერვაციის დოკუმენტირებისათვის აუცილებელი ძირითადი ინსტრუმენტი.

სტრუქტურა

CBG მონაცემთა ბაზა შედგენილ იქნა საქართველოს მღვიმეებში შეტყობინებული სახეობებისათვის ყველა ტაქსონომიური და ფაუნისტური ინფორმაციის მოგროვების, კრიტიკული შეფასებისა და ინტეგრაციის საფუძველზე.

მონაცემთა ბაზა შემოწმდა შესაძლო გამორჩენებზე, შეცდომებზე ან ზოოლოგიური ნომენკლატურის წესებთან შეუსაბამობებზე, მონაცემთა განმეორებითობასა და ერთმანეთთან შეუსაბამობებზე. ტაქსონომიური საცნობარო სისტემა ჰარმონიზაციაში იყო პან-ევროპულ სახეობათა დირექტორიების ინფრასტრუქტურასთან (PESI, EU-nomen).

თითოეული სახეობისათვის შემდეგი ინფორმაცია არის უზრუნველყოფილი: ლათინური სახელი და ავტორობა; უფრო მაღალი რანგის ტაქსონომია; რუკა რომელიც გვიჩვენებს შეტყობინებული მღვიმ(ეებ)ის ადგილმდებარეობ(ებ)ას; გავრცელება; საქართველოს მღვიმეებში გავრცელება; კონსერვაციულ სტატუსი; დაცვითი სტატუსი; კავშირები IUCN-თან, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონაცემთა ბაზასთან, ფაუნა ეუროპეასა (Fauna Europea) და GBIF-თან; გამოყენებული ლიტერატურა. სახეობების სინონიმები არის უზრუნველყოფილი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და მომხმარებელს შეუძლია მათი ნახვა დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში.

თითოეული მღვიმისათვის შემდეგი ინფორმაცია არის უზრუნველყოფილი: მღვიმის ქართული სახელი მოცემული ლათინურად; რუკა რომელიც უჩვენებს ადგილმდებარეობას; ლიტერატურაში გამოყენებული მღვიმის სახელ(ებ)ი; ყველაზე ახლო მდებარე დასახლებული პუნქტი საქართველოში დადგენილი ადმინისტრაციულ სისტემის მიხედვით; კომენტარები; დაცული სტატუსი; მითითებული სახეობათა სია; გამოყენებული ლიტერატურა.

CBG მონაცემები არის მუდმივად განახლებადი და და ჯამდება სტატისტიკის გვერდზე.

ნავიგაცია

მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს ნავიგაცია ორი მიმართულებით:  ფაუნისა და მღვიმეების მიხედვით.

სახეობა შესაძლოა მოიძებნოს სახელის/სინონიმის (ან მათი ნაწილის)  ან ტაქსონომიური იერარქიაში  ჯგუფის შიგნით ორგანიზმების სახელების არჩევით.

მღვიმე შესაძლოა მოიძებნოს სახელის/სინონიმის (ან მათი ნაწილის) მოძიებისას ან ადმინისტრაციული იერარქიის დათვალიერებისას.

მომხმარებელს შეუძლია ნავიგაცია მღვიმეებიდან სახეობაზე ან პირიქით, სახელებისა და ტაქსონომიური და ადმინისტრაციული იერარქიის მეშვეობით.

მომხმარებლებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ მონაცემები განსაზღვრული ტაქსონომიური ჯგუფისათვის და/ან მღვიმისათვის (მღვიმეებისათვის) ხელსაწყოების მენიუს ნავიგაციით.

გამოყენების პირობები და ციტირება

გარდა იმ შემთხვევებისა სადაც სხვაგვარად არის მითითებული, ამ საიტის შინაარსი არის ლიცენზირებული Creative Commons Attribution CC-BY ლიცენზიით.

CBG მონაცემთა ბაზის ან მისი დიდი ნაწილის ხელახალი გავრცელება არ არის ნებადართული წინასწარ წერილობითი შეთანხმების გარეშე. მონაცემები სახეობებსა და მღვიმეებზე  შეიძლება იყოს გამოყენებული სათანადო ციტირების პირობებში. 
 
მონაცემთა ბაზის ციტირება შესაძლებელია შემდეგნაირად:

ბარჯაძე, შ., არაბული, თ., მუმლაძე, ლ., მაღრაძე, ე., ასანიძე, ზ., შავაძე ლ., გოგშელიძე, მ. 2019. საქართველოს მღვიმეების ბიომრავალფეროვნება - ღია წვდომის მონაცემთა ბაზა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი. http://www.cbg.iliauni.edu.ge. წვდომის თარიღი: (თარიღი).

უკუკავშირი

ნებისმიერი უკუკავშირი მონაცემთა ბაზის შინაარსსა და გამოყენებადობაზე იქნება  ძალიან დაფასებული. მისასალმებელი იქნება ასევე შეთავაზებები მონაცემთა ბაზის სრულყოფაზე. გთხოვთ დაუკავშირდეთ CBG-ის კოორდინატორსა და რედაქტორს შალვა ბარჯაძეს.

მადლობა

CBG მონაცემთა ბაზა მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

CBG მონაცემთა ბაზა შემუშავდა DH Lab-ის მიერ, რისთვისაც გამოყენებულ იქნა შემდეგი ღია წვდომის ინსტრუმენტები: Bootstrap, Laravel, Leaflet, D3.js, OpenStreetMap. CBG მონაცემთა ბაზის ტაქსონომიური რეფერენსების სისტემა EU-nomen-ის ჩეკ-ლისტთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი PESI Taxon Match Tool-ის გამოყენებით.

კონტრიბუტორები:

- რატი გუმაშვილი: მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და დიზაინი
- თაზო მინდიაშვილი: მონაცემთა ბაზების შემუშავება, ვებგვერდის შემუშავება

კვლევითი ჯგუფისა და კოლაბორატორების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

დაგვიკავშირდით

ზოოლოგიის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი წერეთლის ქ. 3
თბილისი, 0103. კორპუსი S, ოთახი 606.

ტელ.: 2 91 23 35
ელფოსტა: info-cbg@iliauni.edu.ge