მღვიმეებში მუდმივად მცხოვრები ცხოველები (ტროგლო და სტიგობიონტები) წარმოადგენენ ცხოველთა სპეციფიურ ჯგუფს. მღვიმის გარემოში საცხოვრებლად, სადაც არის სრული სიბნელე, მუდმივი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა და მტაცებლების მხრიდან დაბალი ზეწოლა, მათ განიცადეს თავისებური მორფოლოგიური და ეკო-ფიზიოლოგიური ადაპტაცია (Pricop & Negrea, 2009). მღვიმეებში მუდმივად მცხოვრები ცხოველები შესაძლოა იყვნენ თვალებისა და პიგმენტის გარეშე, ჰქონდეთ წაგრძელებული ფეხები და კარგად განვითარებული მგრძნობიარე აპარატით აღჭურვილი ანტენები. მათ აქვთ მეტაბოლოზმის დაბალი დონე და მუდმივი აქტოვობა (Pricop & Negrea, 2009). მღვიმის ეკოსისტემები არიან ერთ-ერთი ყველაზე არამყარი ეკოსისტემები დედამიწაზე (Elliott, 2000; Hamilton-Smith & Eberhard, 2000; Krajick 2001). ღამურებისა და მღვიმეებში მობინადრე სხვა ორგანიზმების (მღვიმეებში მუდმივად მობინადრე ორგანიზმები) მგრძნობელობა ხდის მათ მოწყვლადს ადამიანთა ჩარევის მიმართ (Judson Wynne & Pleytez, 2005). იმ ფაქტის გამო რომ მრავალი ტროგლობიონტი სახეობა არის ენდემური თითოული მღვიმისათვის და ხასიათდება დაბალი პოპულაციური რიცხოვნობით, მათი უმრავლესობა განიხილება როგორც სიცოცხლის საფრთხეში მყოფი. მიუხედავად მღვიმეში მობინადრე სახეობების მგრძნობელობისა გარე ფაქტორების მიმართ, მღვიმის ეკოსისტემები არ არის კარგად შესწავლილი (Culver et al., 2004).
გიორგი წერეთლის ქ. 3 თბილისი, 0103. კორპუსი S, ოთახი 606.
ტელ.: 2 91 23 35
ელფოსტა: info-cbg@iliauni.edu.ge