საქართველოს მღვიმური ფაუნა

საქართველოს (კავკასია) მღვიმეების ფაუნა აღიარებულია, როგორც უნიკალური მსოფლიო მასშტაბით, თუმცა, ჯერ კიდევ სრულად არის შესასწავლი. ჯამში 453 უხერხემლოთა სახეობა, რომლებიც მიეკუთვნებიან 45 რიგს 7 ტიპის 18 კლასიდან არის საქართველოს 134 მღვიმიდან აღწერილი (Barjadze et al., 2015; Antić & Makarov, 2016; Sidorov, 2016; Sidorov, & Samokhin, 2016; Turbanov, Palatov, & Golovatch, 2016; Marin, 2017; Vargovitsh, 2017; Golovatch & Turbanov, 2017, 2018; Antić, Turbanov, & Reboleira, 2018; Sidorov, Taylor, Sharina, & Gontchariv, 2018; Vinarski & Palatov, 2018). საქართველოს მღვიმეების უხერხემლოების გამოკვლევები დაიწყო მე-19 საუკუნეში (Boettger, 1879) და თავდაპირველად ეხებოდა ტაქსონომიურ, ფაუნისტურ და ზოოგეოგრაფიულ საკითხებს (Barjadze et al., 2015; Turbanov et al., 2016) და ამ ლიტერატურაში იშვიათად ექცეოდა ყურადღება ინფორმაციას ეკოლოგიის შესახებ. მნიშვნელოვანი გამონაკლისი არის ეკოლოგიური კონტრიბუცია აფხაზეთის (=აფხაზია) მღვიმეების წყლის ფაუნის შედარებით ანალიზსა და გავრცელებაზე (Chertoprud et al., 2016). მღვიმური ფაუნის ეკოლოგიური გამოკვლევები დაბრკოლებულია მრავალი მღვიმის მიუწვდომლობით ან სულ მცირე რთული მისაწვდომობით (Chertoprud et al., 2016). შესაბამისად, მღვიმეებში მობინადრე უხერხემლოების შესახებ არსებული მონაცემები არ ასახავს საქართველოს მღვიმეების მრავალფეროვნების სრულ სურათს. 

საქართველოს მღვიმეებში აღწერილი 453 უხერხემლო ცხოველთა სახეობებიდან  86 სახეობა არის მუდმივად მღვიმეში მობინადრე (ყველა სახეობის 18.9%): 43 მათგანი არის ხმელეთის (ტროგლობიონტები ვიწრო გაგებით) და 43 არის წყლის (სტიგობიონტები). ტროგლობიონტები მოიცავს ფეხსახსრიანთა 38 და მოლუსკების 5 სახეობას, ხოლო სტიგობიონტები მოიცავს ფეხსახსრიანთა 31, მოლუსკების 10 და რგოლოვანი ჭიებისა და ცილიოფორების თითო-თითო სახეობას. საქართველოს 61 მღვიმიდან შეტყობინებული 86 ჰიპოგეური სახეობადან 58 გვხვდებოდა აფხაზეთის მღვიმეებში, 31 კი დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში: სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის მღვიმეებში. 

ლოკალურად ენდემური სახეობები ცნობილი მხოლოდ ერთი მღვიმიდან შეიცავენ 32 ტროგლობიონტსა და 21 სტიგობიონტს. ოჯახი Zenkevitchiidae Sidorov, 2018 არის საქართველოს ენდემური სახეობა, ისევე როგორც შემდეგი 13 ტროგლობიონტი და სტიგობიონტი: Adaugammarus Sidorov, Gontcharov & Sharina, 2015; Kruberia Sidorov & Samokhin, 2016; Zenkevitchia Birstein, 1940 (Amphipoda); Lesticulus Schileyko, 1988; Motsametia Vinarski, Palatov & Glöer, 2014 და Pontohoratia Vinarski, Palatov & Glöer, 2014 (Gastropoda); Borutzkyella Tabacaru, 1993, Colchidoniscus Borutzky, 1974 და Mingrelloniscus Borutzky, 1974 (Isopoda); Troglopalites Vargovitsh, 2012 (Collembola); Leucogeorgia Verhoeff, 1930 (Diplopoda); Inotrechus Dolzhansky & Ljovuschkin, 1989 და Taniatrechus Belousov & Dolzhanskij, 1994 (Coleoptera). ოთხი ტროგლობიონტური გვარი არის კავკასიის ენდემური სახეობა: Conulopolita Boettger, 1879 (Gastropoda); Jeannelius Kurnakov, 1959, Meganophthalmus Kurnakov, 1959 და Troglocimmerites Ljovuschkin, 1970 (Coleoptera). 

საქართველოს მღვიმური ფაუნა ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი, რადგან  კარსტული და კომგლომერატული მღვიმეების მხოლოდ 10%-ის არის ბიოსპელეოლოგიურად შესწავლილი. ახლანდელი ინფორმაციით, საქართველოს მღვიმეებში მუდმივად მობინადრე ყველაზე ფართოდ გავრცელებული უხერხემლოები არის Trichoniscus aphonicus Borutzky, 1977-ს (14 მღვიმე), Zenkevitchia admirabilis Birstein, 1940-ს (8 მღვიმე), Niphargus inermis Birstein, 1940-ს (8 მღვიმე), Zenkevitchia yakovi Sidorov, 2015-ს (6 მღვიმე), და Conulopolita raddei (Boettger, 1879)-ს (5 მღვიმე). დანარჩენ სახეობებს აქვთ უფრო ვიწრო გავრცელებები და ცნობილები არიან 1-4 მღვიმიდან. სახეობათა სიმდიდრე ყველაზე მაღალია ქვედა შაკურანის მღვიმეში (18 სახეობა), სხვა მნიშვნელოვანი მღვიმეები მუდმივი მიწისქვეშა სახეობებისათვის მოიცავს წებელდას (14 სახეობა), ახალ ათონს (8 სახეობა), ოტაპისთავს (8 სახეობა), საფიჩხიას (8 სახეობა), შრომას (7 სახეობა), აბრსკილს (6 სახეობა), და შუა შაკურანს (6 სახეობა). დანარჩენი მღვიმეები შეიცავს 5 ან ნაკლებ მუდმივ მიწისქვეშა სახეობებს.

დაგვიკავშირდით

ზოოლოგიის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი წერეთლის ქ. 3
თბილისი, 0103. კორპუსი S, ოთახი 606.

ტელ.: 2 91 23 35
ელფოსტა: info-cbg@iliauni.edu.ge