შალვა ბარჯაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი.
კვლევითი ინტერესი:
კუდფეხიანების ტაქსონომია, მღვიმეების უხერხემლო ცხოველთა ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია.
შალვა ბარჯაძემ 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი ბიოლოგიის სპეციალობით. 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის სპეციალობით. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მდინარეების ძამას, ტანასა და თეძამის ხეობების ბუგრების (Hemiptera: Aphidoidea) ფაუნა და ეკოლოგია“. 2001 წლიდან დღემდე მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 2016 წლიდან უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელია. 2014-2017 წლებში იყო ასისტენტ-პროფესორი ენტომოლოგიის მიმართულებით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. 2017 წლიდან არჩეულია ასისტენტ-პროფესორად უხერხემლოთა ზოოლოგიის მიმართულებით ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს 62 სამეცნიერო პუბლიკაცია.
- Barjadze Sh., Özdemir I., Schönitzer K., Ebrahimi E. & Rezwani A. & Gratiashvili N. 2017. Some new records of aphid species (Hemiptera: Aphididae) from Georgia, Germany, Iran and the Netherlands and new aphid-plant interactions. Spixiana, 40 (2): 185-188
- Barjadze Sh. 2017. First record of Aphis passeriniana (Del Guercio) (Hemiptera: Aphididae) in the Asia Minor peninsula. Annals of Agrarian Science, 15 (4): 431-433.
- Barjadze Sh. & Özdemir I. 2017. Redescription of Neoamphorophora ledi (Wahlgren, 1938) (Hemiptera: Aphididae) from Japan. Annales de la Société entomologique de France, 53 (6): 379-386
- Barjadze Sh., Barbagallo S., Blackman R., Özdemir I. 2017. A new species of Macrosiphum (Hemiptera: Aphididae) living on Oberna in Georgia, and a redescription of Macrosiphum hartigi Hille Ris Lambers. Zootaxa, 4341 (2): 229-242
- Gorgadze O. & Barjadze Sh. 2017. Mesomermis devii sp. n. (Nematoda: Mermithidae) a new species of nematode from Devi Cave in Georgia. Turkish journal of zoology, 41 (3): 408-415