მღვიმეებში მობინადრე უხერხემლო ცხოველების კონსერვაცია

საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმდების გეგმის ნაწილში: „სახეობები და ჰაბიტატები“ ცხოველთა სახეობების აღნუსხვა  იყო ერთ-ერთ პრიორიტეტად იყო დასახელებული (NBSAP, 2005), თუმცა, არ არსებობს სპეციალური კონსერვაციული ღონისძიებები და არც რაიმე კანონმდებლობა დადგენილი ჰიპოგეური სახეობებისა და მღვიმის ჰაბიტატებისათვის საქართველოში. შემდეგ მღვიმეებს აქვთ ბუნების ძეგლის სტატუსი: ბღერის, დიდღელის, ღლიანას, ჟორწყუ I-ის, ხომულის, მელოურის, მოტენას, მუხურას ჩანჩქერის, ნაგარევის, ნავენახევის, ნაზოდელავოს, პრომეთეს, საკაჟიას, საწურბლიას, სოლკოტას, თეთრას, ტობა I-ისა და II-ის, წყალწითელას და ცუცხვათის მღვიმეებს. გარდა ამისა, სათაფლიის I, II, III და IV მღვიმეები მდებარეობენ სათაფლიის ნაკრძალში და არიან დაცულები. დამატებით, ზოგიერთ კარსტულ მასივში (არაბიკა, ბზიფი) აფხაზეთში, რაჭაში და სხვა მასივებში რთული მისადგომობა გზების არარსებობის და მაღალი სიმაღლეების გამო უზრუნველყოფს მღვიმეში მობინადრე უხერხემლო ცხოველთა სახეობების დე ფაქტო დაცვას. 

არ არსებობს პუბლიკაციები საქართველოს მღვიმეებში მობინადრე უხერხემლოების კონსერვაციულ სტატუსზე, მიუხედავად იმისა რომ აქამდე დადგენილია 53 ადგილობრივი ენდემური ერთ მღვიმეში მობინადრე სახეობები. IUCN-ში მხოლოდ 2 სახეობა არის შეტანილი არასაკმარისი მონაცემების (DD)-ის სტატუსით (IUCN, 2019). ხოჭოებს - Inotrechus injaevae-სა და I. kurnakovi-ს აქვთ კრიტიკული საფრთხოს წინაშე მყოფის (CR) სტატუსი საქართველოს წითელ წიგნში. ქუთაისთან ახლოს საფიჩხიას მღვიმიდან აღწერილი სახეობები (Trapezicandona riongessa (Bronstein, 1947), Speocylops colchidanus  (Borutzky, 1930) and Leucogeorgia longipesVerhoeff, 1930)) სავარაუდოდ არიან გადაშენებული ქუთაისთან ახლოს რიონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო ადრეულ 1930-იან წლებში.

დაგვიკავშირდით

ზოოლოგიის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი წერეთლის ქ. 3
თბილისი, 0103. კორპუსი S, ოთახი 606.

ტელ.: 2 91 23 35
ელფოსტა: info-cbg@iliauni.edu.ge