ივნ 16, 2023 News featured image

პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ

16-17 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პირველი კავკასიური სიმპოზიუმი მღვიმეების ბიოლოგიის შესახებ

მღვიმეების ბიოლოგების შეხვედრა იქნება პირველი მცდელობა კავკასიის ბიოლოგიის შესახებ სიმპოზიუმების სერიიის დაწყებისა მღვიმეების ბიოლოგიით დაინტერესებული მეცნიერების ქსელის შესაქმნელად.
მონაწილეებს შეუძლიათ მოამზადონ ზეპირი პრეზენტაციები როგორც ადგილზე, (პრეზენტაცია წარდგენაა ისედაც), ასევე ონლაინ – Zoom-ის გამოყენებით.
პრეზენტაციები შეეხება შემდეგ თემებს: ტაქსონომია, სისტემატიკა, ბიომრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია, ბიოგეოგრაფია, ევოლუცია და ა.შ.
რეგისტრაციისა და აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 აპრილი.
ფორმატი: ჰიბრიდული
სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია.
სიმპოზიუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე  https://cssb.iliauni.edu.ge/
ორგანიზატორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: შალვა ბარჯაძე, ლევან მუმლაძე, ასისტენტ-მკვლევარი ეთერ მაღრაძე, ასისტენტ-ლაბორანტი ლადო შავაძე