ბოლოფეხიანის მეცნიერებისათვის ახალი სახეობის Plutomurus jordanai Barjadze & Soto-Adames sp. nov. აღწერა ზედა ქვილიშორის მღვიმიდან და Plutomurus birsteini Djanashvili & Barjadze, 2011-ის ზოგიერთი მორფოლოგიური ნიშან-თვისებების დეტალური აღწერა
Plutomurus jordanai sp. nov. ზედა ქვილიშორის მღვიმიდან (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, იმერეთის რეგიონი, დასავლეთ საქართველო) აღწერილია, ილუსტრირებულია და დიფერენცირებულია მორფოლოგიურად მსგავსი სახეობებისაგან – P. kelasuricus Martynova, 1969 და P. eristoi Barjadze, Baquero, Soto-Adames, Giordano & Jordana, 2016. გარდა ამისა, აღწერილი და ილუსტრირებულია Plutomurus birsteini Djanashvili & Barjadze, 2011-ის თავდაპირველ აღწერაში გამოტოვებული ან შეცდომით უზრუნველყოფილი მორფოლოგიური ნიშან–თვისებები ეგზემპლარიდან, რომელიც მოპოვებულია ტიპის ადგილმდებარეობაში – საკიშორეს მღვიმეში (რაჭის რეგიონი, დასავლეთ საქართველო). უზრუნველყოფილია კავკასიაში ნანახი გვარ Plutomurus–ის სახეობების სარკვევი. მოცემულია ზედა ქვილიშორისა და საკიშორის მღვიმეების უხერხელო ცხოველთა საზოგადოებები.
სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში: https://www.mapress.com/j/zt/article/view/zootaxa.4790.2.11