ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2019
16-23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 16 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N 3/5) გაიხსნება და ერთი კვირა გაგრძელდება.
16 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვირეულს გახსნის და 2019 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე.
16-23 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები. სულ 22 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
20 დეკემბერს, T 102 აუდიტორიაში, ზოოლოგიის ინსტიტუტის ანგარიშით „2019 წელი ზოოლოგიის ინსტიტუტში და სამომავლო პერსპექტივები“ წარდგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლევან მუმლაძე.